TaoNews.Ge

ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე – მდგომარეობა უიმედო არაა

ეკატერინე ტიკარაძე – ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე  დასკვნას მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთანი ვაქცინაციის მომენტისთვის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ჰქონდა რეანიმაციული განყოფილება, სადაც უზრუნველყოფილი იყო ის საჭირო დახმარება, რომელიც პაციენტს იმ მომენტისთვის ესაჭიროებოდა.

„იქ ადგილზე არსებული რეანომობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მოხდა თბილისიდან დამატებითი რეანომობილის გაგზავნა ადგილზე. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა.

როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დააკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!