TaoNews.Ge

” ევროკავშირში კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისია”-ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი: როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, არაფერია გამორიცხული, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, მათ შორის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა.

„ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო: არაფერია გამორიცხული. კომისია პასუხისმგებელია სანქციების შემუშავებაზე, ფორმირებასა და განვითარებაზე. თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ექნება ადგილი, ამას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა რუსეთის დამოკიდებულება ევროკავშირთან ვაჭრობაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები აქვს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირი ასევე ყველაზე დიდი ინვესტორია რუსეთში – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75% ევროკავშირზე მოდის. ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდიან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!