TaoNews.Ge

” ევროკავშირში კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისია”-ევროკომისიის პრეზიდენტი

” ევროკავშირში კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისია”-ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისია.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ორგანიზაციის უმეტეს წევრ სახელმწიფოში ინფექცია ისევ სწრაფად ვრცელდება და ეს უმეტესად ხდება კორონავირუსის ახალი შტამის B117 -ის გამო.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ეს შტამი პრაქტიკულად ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია. ვაქცინაციის ადრეული შედეგები სახეზეა და ეს აისახება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვზე, რაც ვირუსის გავრცელების სისწრაფესთან შედარებით ნაკლებია.

„საერთო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს და მიუთითებს ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 88 მილიონი დოზაა გადანაწილებული. ამ დროისათვის 62 მილიონი დოზის ადმინისტრირება მოხდა. ვაქცინის ორი დოზა მიიღო მოსახლეობის 4.1 %-მა. ჩვენ უკეთესი შედეგი გვექნებოდა კომპანიების მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების სრულად შესრულების შემთხვევაში. ველოდებით მოდერნას და ფაიზერის მიერ ვაქცინის გაწერილი გეგმის მიხედვით მოწოდებას. როგორც ვიცით, ისინი გაზრდიან ვაქცინის წარმოების მოცულობას.

ასტრაზენეკამ ევროკავშირს კონტრაქტით გათვალისწინებულზე ნაკლები დოზები მიაწოდა. 180 მილიონის ნაცვლად ვაქცინის 70 მილიონ დოზაზეა საუბარი. ყველაფრის მიუხედავად, დასახულ მიზნამდე მივდივართ. ჩვენი მიზანია, ევროკავშირში ზაფხულში ზრდასრული ადამიანების 70 % -ს COVID19-ის წინააღმდეგ აცრილი იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!