TaoNews.Ge

ედუარდ სააკაშვილი – “მიშას ურჩევნია, თბილისში ციხეში იჯდეს… მას უნდა, ისტორიული ფიგურა იყოს”

ედუარდ სააკაშვილი – “მიშას ურჩევნია, თბილისში ციხეში იჯდეს… მას უნდა, ისტორიული ფიგურა იყოს”

“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ” ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­თან ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში ცხოვ­რობს და სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს იკ­ვლევს.

“ეს გა­და­ცე­მა ედუ­არ­დზეა და არა მი­შა­ზე…” – ამ­ბობს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი გოგი გვა­ხა­რია. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რომ­ლის ჩა­წე­რი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ შიმ­ში­ლობ­და…

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი: ” აქამ­დე ბერ­ლინ­ში ვი­ყა­ვი, იქ ვმუ­შა­ობ­დი და ბერ­ლი­ნი გი­გან­ტუ­რი ქა­ლა­ქია. ეს ქა­ლა­ქი მყუდ­როა, პა­ტა­რა… მშობ­ლი­უ­რი გრძნო­ბე­ბი მაქვს ბავ­შვო­ბის გამო, ენა ვიცი კარ­გად. მე და ნი­კუ­შა ერ­თმა­ნეთ­ში ახ­ლაც ჰო­ლან­დი­უ­რად ვლა­პა­რა­კობთ. სა­ერ­თოდ რო­დე­საც ოჯა­ხის ერთი წევ­რი სხვა ენის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­გორც წესი პირ­ვე­ლი შვი­ლი კარ­გად სწავ­ლობს ხოლ­მე ამ ენას და მე­ო­რე ნაკ­ლე­ბად. ნი­კუ­შა რომ გაჩ­ნდა, მე 10 წლის ვი­ყა­ვი და ვი­ცო­დი უკვე ამ ფე­ნო­მე­ნის შე­სა­ხებ. მე ვიცი მხო­ლოდ სან­დრას ჰო­ლან­დი­უ­რი, ერ­თმა­ნეთ­შიც ჰო­ლან­დი­უ­რად ვლა­პა­რა­კობთ. მი­შამ ცუ­დად იცის ენა. ერთხელ სუფ­რა­ზე ვი­ყა­ვით და მკი­თხეს, ქარ­თვე­ლი ხარ თუ ჰო­ლან­დი­ე­ლიო. ვუ­თხა­რი ქარ­თვე­ლი-მეთ­ქი, რაც სან­დრას ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და…

იქ უფრო ჩე­მია, ჰო­ლან­დი­ის პო­ლი­ტი­კა­ში რა ხდე­ბა, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს… ნაკ­ლე­ბად შემ­ტკი­ვა გული.

მიშა რომ 2013-ში ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, ვერ გაძ­ლო, მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ მაგ გზით წა­სუ­ლი­ყო და იქ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არ არის ეს მისი სტი­ლი”.

ედუ­არ­დი ამ­ბობს, რომ სკო­ლის მე­გობ­რებ­თან აგ­რძე­ლებს მე­გობ­რო­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლი­სას, მათ ხში­რად ნა­ხუ­ლობს. ის იხ­სე­ნებს რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ა­საც.

“შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვთქვა, მაგ­რამ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლი. მი­შას ეს არ სი­ა­მოვ­ნებ­და, სან­დრას პი­რი­ქით. არ მგო­ნია სწო­რი, რომ ამ დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნო პო­ლი­ტი­კა. რო­დე­საც მიშა პო­ლი­ტი­კა­შია, ეს არის მის­თვის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო სა­კი­თხი და რთუ­ლია მის­თვის ამის გა­გე­ბა…

ერთხელ მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, დრო­შა ეკი­და ხუთ­ჯვრი­ა­ნი და ერ­თმა კლა­სელ­მა ჩა­მო­ხია, ეს ნა­ცე­ბის დრო­შა­აო. კა­მათ­ში არ შევ­სულ­ვარ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ასე ეგო­ნოს…

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, ახლა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მაქვს. ბევ­რი უარ­ყო­ფი­თია, თუნ­დაც პი­როვ­ნუ­ლი ას­პექ­ტი. ამას თუ ოდეს­მე გა­ვა­კე­თებ, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ეს სან­დრას მა­გა­ლი­თი­და­ნაც ჩანს. მე ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი მისი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის. ვურ­ჩევ­დი, არ გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი”, – ჰყვე­ბა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, მას და ნი­კუ­შას ბა­ბუ­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი დაგ­ვარ­ქვეს.

“არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, მაგ­რამ ალ­ბათ გა­უ­ხარ­და, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ხომ მი­თხრა, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბიო…” – ამ­ბობს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვაჟი და აგ­რძე­ლებს:

“ახლა ვფიქ­რობ, რო­გორც შვი­ლი, რომ რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, საქარტველოში არ ჩა­სუ­ლი­ყო და ისევ უკ­რა­ი­ნა­ში იყოს, შე­მეძ­ლოს ვეს­ტუმ­რო. დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი, რომ მას ურ­ჩევ­ნია, იქ იჯ­დეს ცი­ხე­ში, ვიდ­რე კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო კი­ევ­ში. მას უნდა იყოს ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რა, თავ­გან­წირ­ვა – ეს მის­თვის ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რია. მა­ღი­ზი­ა­ნებს რომ ამ­ბობ­დნენ, არა, რა შიმ­ში­ლობ­და, ერთ კვი­რა­ში შე­წყვეტ­სო. ამ დროს ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა მისი დათ­ქმის ერ­თგუ­ლი. ურ­ჩევ­ნია გა­რის­კოს. ეს ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლე­ბაა. მეს­მის, რომ მას უნდა ეს, რა­ღაც დო­ნე­ზე პა­ტი­ვი უნდა ვცე მის არ­ჩე­ვანს. ეს მისი გზა არის და ისიც მარ­თა­ლია, რომ პა­ტი­მარს აქვს ამის უფ­ლე­ბა.

მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ბევ­რი რა­ღაც დაგ­როვ­და, ლე­გი­ტი­მუ­რად. მი­შას­თან ამა­ზე მი­სა­უბ­რია. ახლა რა ხდე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს იყე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ამ დროს ინ­ტე­რე­სით მიქ­რე­ბა და ვე­ღარ ვფიქ­რობ ობი­ექ­ტუ­რად…” – ამ­ბობს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!