TaoNews.Ge

დღეს დიდი ხუთშაბათია! დღე, რომელსაც  ზიარების საიდუმლოს დაწესება უკავშირდება 

დღეს ვნების კვირის ხუთშაბათია. დღე, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს.

ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.

დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლინა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!