TaoNews.Ge

დღეს ბზობის დღესასწაული აღინიშნება

დღეს, 25 აპრილს, მართლმადიდებლური ეკლესია ბზობის დღესასწაულს ზეიმობს.

ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი.

იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს – ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.

ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა.

დღესასწაულის აღსანიშნავად ქართულ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!