TaoNews.Ge

28.04.2021 / 16:24

დღეიდან 124 000-ზე მეტ ადამიანს სესხი გაუძვირდა

დღეიდან 124 000-ზე მეტ ადამიანს სესხი გაუძვირდა

დღეიდან 124 000-ზე მეტ ადამიანს ბანკში სესხი გაუძვირდება – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების საპროცენტო ნიშნული 8,5%-დან 9.5%-მდე გაზარდა. შესაბამისად, დამატებით 1%-ით გაუძვირდათ სესხი იმ ადამიანებს, ვისაც კრედიტი ეროვნულ ვალუტაში აქვს აღებული.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღო, მზარდი ინფლაციაა.

“მსჯელობის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთის 1% პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50%-ით განისაზღვრა.

თუ ლაპარაკია, 100 000 ლარიან სესხზე, რომელიც 10 წლით იყო აღებული 12%-ად ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იქნება 13% და თვიური განსხვავება 58 ლარით უფრო მეტი იქნება გადასახდელი.

რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო პროცესია, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა სასწაული გააკეთოს. ის ფაქტორები, რომელიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებდეს არ არის ის ფაქტორები, რომელზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს”,- თქვა ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ.

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ინფლაციის დასტაბილურებისთვის ეროვნულ ბანკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუმცა მათი შეფასებით ამ გადაწყვეტილებას შედეგი მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაშ ექნება.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

“პატრიარქის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებების წაყენებაა და მე არ მინდა ვიყო მონაწილე ამ კამპანიის-ამბობდნენ, რომ რაღაცას გაჩვენებთო, იქნებ ფაბრიკაციაა?! სიბინძურეში ჩაძრომა არ მინდა” – მეუფე სტეფანე
კოპირება აკრძალულია!