TaoNews.Ge

დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია

დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია

სადღესასწაულო დღეების შემდეგ, დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია.

სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აღარ აკონტროლებენ. შესაბამისად, მოქალაქეების გადაადგილება სასაფლაოების ტერიტორიაზე უკვე შეინიშნება.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი 5 მაისს ელოდებოდნენ, როდესაც დაწესებული შეზღუდვა მოიხსნებოდა და ისინი თავიანთი მიცვალებულების საფლავზე მისვლას შეძლებდნენ.

ამასთან, აღნიშნულის მიუხედავად, მოქალაქეებმა სასაფლაოებზე გასვლისას კოვიდრეგულაციები მკაცრად უნდა დაიცვან.

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!