TaoNews.Ge

დღეიდან ვნების კვირა დაიწყო

დღეიდან ვნების კვირა დაიწყო

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო.  კვირის განმავლობაში მორწმუნეები შეძლებისამებრ მკაცრად მარხულობენ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურღია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი, წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს უფლის ჯვარცმა მოხდა. ეკლესიებში ე.წ. “გარდამოხსნის გადმოსვენება” – იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი სრულდება.

დიდიმარხვა წელს 15 მარტს დაიწყო და 2 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!