TaoNews.Ge

„დროა უკრაინა და საქართველო ნატო-ში მიიღონ“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ სამოქმედო გეგმა მიიღოს, რომლის თანახმადაც ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მოხდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს.

„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოსა და უკრაინისთვის დრო დადგა“, – აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ასევე, დასძინა, რომ უკრაინას და საქართველოს აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აქვთ.

ამასთან, ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დონბასის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაა.

წყარო : pia.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!