TaoNews.Ge

“ზუსტად იმ ხელისუფლებას ვიმსახურებთ, რაც გვყავს, რაც ერი, ის ბერი”- მეგი გოცირიძე

“დოქტორ დოტის მასაჟი კი არა, მთელმა ერმა სული უნდა უბეროს, პიჯაკები და პალტოები ჩვენ უნდა შევუძინოთ” – მეგი გოცირიძე

“ენმ”-ის წევრი, მეგი გოცირიძე:

“მესამე პრეზიდენტისა და მისი პარტიის შეურაცხყოფას, პირად შეურაცხყოფად ვიღებ არა იმიტომ , რომ ამ პარტიის წევრი ვარ,

ან იმიტომ, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი პარტიის ლიდერი, ჩემი პირადი მეგობარია? – არა! ამ პარტიას სრულიად გაცნობიერებულად ვუჭერ მხარს , ეს ის პარტიაა , რომელიც ვერ იყიდეს , ვერ დაშალეს, ვერ დაიმონეს, ვერ დაამუნჯეს… ამ პარტიას მხარს უჭერს ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა , ამ პარტიას ჰყავს ლიდერი, რომლის თაოსნობითაც წუმპეში სახელმწიფო შეიქმნა, ამ პარტიას ჰყავს იმდენად უღალატო წევრები, მხარდამჭერები და აქტივისტები, რომ მათთან ერთად დაუფიქრებლად წახვალ ომშიც , დაზვერვაზეც და სწორედ ამ ხალხმა თანამოაზრე პარტიების წარმომადგენლებთან ერთად უნდა ჩაიბაროს სახელმწიფო , უნდა მართოს და ეს მაიმედებს !

არავის მივცემ უფლებას იმ კაცის შეურაცხყოფის, რომელმაც ტალახში სახელმწიფო მოზილა, ნურავის გაუტარებთ მეგობრებო ყველაზე სუფთა პარტიის შეურაცხყოფას, რომლის ლიდერშიფსაც არავითარი საერთო არ აქვს იმ გვარებთან, რომლებსაც 9 წელი ზოგჯერ სამართლიანად , ზოგჯერ უსამართლოდ ახსენებდნენ და აკრიტიკებდნენ!

ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ვინც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა ვინ- ვინ არის და ვის რა ზრახვები ამოძრავებს – ვამხილოთ, მათ მიერ შეცდომაში შეყვანილ მეგობრებს კი მინდა შევახსენო, რომ მხოლოდ ეს მოძრაობაა , რომელსაც მსოფლიო ელჩი ჰყავს ლიდერად, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და მხარს უჭერს, გარდა იმ ოლიგარქებისა და მათთან აფილირებულებისა, რომლებიც პუტინის “კარის” ბიზნესმენ-ოლიგარქები და ქართულ ბიუჯეტზე მიბმული ვირთხები არიან!

დოქტორ დოტის მიერ გაკეთებულ მასაჟს ედავებიან და ქაშმირის პალტოს, არა?!

ყველას უთხარით, რომ მხოლოდ დოქტორ დოტის მასაჟი კიარა, მთელმა ერმა სული უნდა უბეროს , პიჯაკები და პალტოები ჩვენ უნდა შევუძინოთ,

რადგან ჩვენი სამშობლოს ელჩია სრულიად მსოფლიოში და ჩვენ წარმოგვადგენს, ყველას უთხარით , ერი და ბერი მასზე უნდა ლოცულობდეს, რომ არაფერი დაუშავდეს, რადგან ისტორიული და გადამწყვეტი ბრძოლა აქვს მოსაგები საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია კაცი, რომლის პირადი მტერიც მსოფლიოს ფურუნკულია , ის არის გენიოსი, ეპოქის შემქმნელი,

ლეგენდაა და ვინც მას მხარში უდგას, ვისაც მისი ესმის და სწამს, მხოლოდ იმ ადამიანებთან ერთად არის შესაძლებელი ამ ქვეყნის კვლავ ფეხზე წამოდგომა და ხსნა!

არავის მისცეთ იმ კაცისა და მისი პარტიის შეურაცხყოფის უფლება, რომლის ყოფნა-არ ყოფნაზეცაა დამოკიდებული ჩვენი დაშლილი, ჩამოშლილი,

გადამწვარ-გადაბუგული სამშობლოს ფერფლიდან აღდგენა და ჩვენი შვილების მომავალი , რომელსაც ყველაზე ძლიერი პარტია აქვს დასაყრდენად თავისი უმაგრესი ლიდერშიფითა და მხარდამჭერებით!

დროა ვისწავლოთ გმირების სიცოცხლეშივე დაცვა, დაფასება და არა სიკვდილის შემდგომ!

P.S. ვისთვისაც მიშას სტრატეგია მიუღებელია, რომელიც მისი გინებით არის დაკავებული , რაც მხოლოდ ხიხოს ოცნების კიდევ უფრო

გასაძლიერებლად და მიშას პარტიის დასაკნინებლად არის მიმართული, ხომ გააკეთეს 4718-ე პარტიები და რატომ ვერ შეცვალეს ივანიშვილის ოცნება, ხელი შეუშალა ვინმემ ამ არარაობებსა თუ აგენტ-პროვოკატორებს?!

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!