TaoNews.Ge

დღეს დილიდან უკრაინული არმია  დონეცკში სეპარატისტთა პოზიციებს ბომბავს

დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ლიდერმა ევაკუაცია გამოაცხადა

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს.

ამასთან, სააგენტო „ინტერფაქსმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დატოვებასა და რუსეთის როსტოვის ოლქში გადასვლას ათასობით ადამიანი გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!