TaoNews.Ge

დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ მხარდამჭერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ექსპრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, რომელიც კარგად მოქმედებს.

„გირჩევდით მას. გულწრფელად ვამბობ, მე მას ვურჩევდი უამრავ იმ ადამიანს, რომელსაც არ სურს ვაქცინა გაიკეთოს, მათგან ბევრმა მე მომცა ხმა. ეს დიდებული ვაქცინაა, უსაფრთხოა და კარგად მოქმედებს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

CBS News-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერების მესამედი ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, „დემოკრატების“ მხარდამჭერებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგეს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ თუკი დონალდ ტრამპი ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, ახალი ადმინისტრაცია ამას მხარს დაუჭერდა. „თუ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ხვალ გაიღვიძებს და ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ განცხადებას გააკეთებს, ამას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ,“ – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!