TaoNews.Ge

“დმანისში საყოფაცხოვრებო კონფლიქტი მოხდა, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია”-დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

“დმანისში საყოფაცხოვრებო კონფლიქტი მოხდა, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია”-დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

დმანისში საყოფაცხოვრებო კონფლიქტი მოხდა, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, – მის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორგი ტატუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე დმანისში სიმშვიდეა და არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

„გუშინ და დღეს დმანისში ძალიან ცუდ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ამ ეტაპზე სიმშვიდეა. შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ ამ ადამიანებს შორის კონფლიქტი ამოვწუროთ და ამას შემდგომი გაგრძელება აღარ ჰქონდეს. ამისთვის დმანისის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი ხელისუფლება, საკრებულოსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ერთდროულად ვახორციელებთ საკომუნიკაციო ხაზით ახალგაზრდებს შორის გასაუბრებას სიტუაციის განმუხტვის მიზნით. ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას მე არ დავარქმევ ამ ინციდენტს. ეს ინციდენტი იყო ყოფით ნიადაგზე“, – განაცხადა დმანისის მერმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!