TaoNews.Ge

დმანისში მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს

დმანისში მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ხდება.

„დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით, მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებაში და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, – განაცხადა დარახველიძემ.

მან აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა დეტალი დადგინდება.

„მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც ამ საქმეში არსებობს, დადგინდება და გამოძიება ყველაფერს შეისწავლის“, – განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!