TaoNews.Ge

დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა-ადგილზე მობილიზებულია შსს წარმომადგენლები

ქალაქ დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა.

დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს წარმომადგენლები.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!