TaoNews.Ge

დიმიტრი მედვედევი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მამაც სამყაროში, სადაც მალე ევროპელებს 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ 1000 კუბური მეტრი გაზისთვის

დიმიტრი მედვედევი – ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ელოდება, ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის მომავლის შესახებ, მედვედევმა უპასუხა: „ტრიბუნალი, ან მეორეხარისხოვანი როლები იუმორისტულ შოუებში“. მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს ლუგანსკს ეწვია, რათა განეხილა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ე.წ. „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში“ და სხვა „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დასაცავად.

მედვედევის თქმით, მას საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩასვლა არ შეშინებია.

“ეს მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი”, – აღნიშნა მედვედევმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!