TaoNews.Ge

“დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში”- საელჩოები

დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერი პედოფილი – ბიოლოგიური მამაკაცი – სასჯელის მოსახდელად ქალთა ციხეში გაამწესეს

ბავშვებზე სექსუალურად მოძალადე სერიულ ტრანსგენდერ ბოროტმოქმედს ბრალის წაყენების შემდეგ სასჯელის მოსახდელად ქალების ციხეში გაგზავნიან მიუხედავად იმისა, რომ იგი ბიოლოგიური მამაკაცია და ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდა და ასევე, არ გააჩნია შეცვლილი სქესის აღიარების დამადასტურებელი მოწმობა.

58 წლის პედოფილ ტრანსგენდერს, რომელიც   შვიდი მცირეწლოვნის მიმართ სისტემატიურად განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო დამნაშავედ ცნეს, მინიმალური სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბოროტმოქმედის ყველაზე უმცროსი მსხვერპლი მასზე განხორციელებული ძალადობის დროს შვიდი წლის იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე ბიოლოგიური მამაკაცია და კანონიერად არ არის აღიარებული, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და არ გააჩნია ამის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრანსგენდერმა კრიმინალმა სასჯელი ქალთა ციხეში მოიხადოს და ისარგებლოს ყველა იმ პრივილეგიით, რაც ქალებს სასჯელაღსრულების სისტემაში ენიჭებათ, იუწყება გამოცემა The Daily Mail-ი.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულმა პედოფილმა აღნიშნული ძალადობრივი დანაშაულები 1989-1996 წლების პერიოდში ჩაიდინა, როცა ის ჯერ კიდევ მამაკაცად იდენტიფიცირდებოდა. სქესის შეცვლა მან 2004 წლიდან დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!