TaoNews.Ge

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით , ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დაკავებულია ოთხი პირი, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!