TaoNews.Ge

დიდი ალბათობით, მიქაუტაძე მალე დაბრუნდება – ბელგიაში შვებით ამოისუნთქეს

დიდი ალბათობით, მიქაუტაძე მალე დაბრუნდება – ბელგიაში შვებით ამოისუნთქეს

საქართველოს ნაკრების ახალწვეული გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე ბელგიური სერენის განკარგულებაში დაბრუნდა. 20 წლის ფორვარდი ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩში დაშავდა შვედების წინააღმდეგ, რომელიც სტოკჰოლმში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. მიქაუტაძემ თამაშის მიწურულს შეცვალა გიორგი ქვილითაია.

მიქაუტაძის თამაში ესპანეთთან და საბერძნეთთან მაშინვე გამოირიცხა. ორშაბათს კი სერენის შემტევი ბელგიაში დაბრუნდა. ბელგიური წყაროს ინფორმაციით, მიქაუტაძის დაზიანება მსუბუქია და ის დაახლოებით 2 კვირას გამოტოვებს. “უფრო კონკრეტულად მისი დაზიანების შესახებ მოგვიანებით გვეცოდინება”, განუცხადა El Balón Belga-ს სერენის მწვრთნელის ასისტენტმა მარკ გროსჟანმა.

თავიდან მიქაუტაძის პოსტიდან ბევრმა დაასკვნა, რომ მას აპრილში დასვენება მოუწევდა: “მოგესალმებით ყველას. სამწუხაროდ, ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავი მაქვს. საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებთან დაკავშირებით ჩემი გეგმები ტრავმის გამო შეიცვალა. აპრილში ვერ ვითამაშებ. თუმცა ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა! მადლობა ფედერაციას და მთელ გუნდს. მაგრამ არაფერი დასრულებულა! მალე შევხვდებით ახალი თავგადასავლებისთვის,” – წერდა ის ინსტაგრამზე.

დიდი ალბათობით, მიქაუტაძე სერენის ორ უახლოეს მატჩს გამოტოვებს: 3 აპრილს სტ. ჟილუასთან (რომელიც უკვე ჩემპიონია და ჟუპილერ ლიგაში ითამაშებს) და 10-ში დეინზეს წინააღმდეგ. შესაძლოა, ის გუნდს 17-ში ლიერსთან დაუბრუნდეს.

წყარო : popsport.com

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!