TaoNews.Ge

“განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება”- ღარიბაშვილი

დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს და ამ დღის მნიშვნელობას განმარტავს.

„დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ. 900 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი შექმნა.

ჩვენი ხალხისთვის დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.

დღესაც, ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია.

გილოცავთ ამ დღეს და გამთლიანებას, მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!