TaoNews.Ge

19.07.2021 / 19:40

“მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას” – გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

დეკანოზი ანდრია: წესის აგების საკითხი პოლიტიზებულია, დღეს ისევ ააგორეს, თითქოს, საპატრიარქომ ლაშქარავას წესი არ აუგო

ქრისტიანული მოძღვრება სიყვარულს ქადაგებს და ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენგან ძალადობისკენ მოწოდება არ იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, გარკვეულმა ძალებმა საზოგადოებაში პოლიტიზებული გახადეს ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც შიდა საეკლესიო თემებია.

„გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი, ლუკა სირაძე. მისი წესის აგებისა თუ არ აგების საკითხი პოლიტიზებული გახდა. ბაჩალიაშვილის, გარდაცვლილი გოგონას წესის აგების საკითხიც პოლიტიზებული იყო. პოლიტიზებული გახდა, დღეს ისევ ააგორეს, თითქოს, საპატრიარქომ წესი არ აუგო ლაშქარავას. ამათ, ყველას, საპატრიარქომ აუგო წესი. პოლიტიზებული გახადეს ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც შიდა საეკლესიო თემებია“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

დეკანოზი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ვინმემ რაიმე ფორმით ძალადობაში მიიღო მონაწილეობა, მოძღვართან აღსარებაში უნდა თქვას და მოინანიოს.

„ქრისტიანული მოძღვრება სიყვარულს ქადაგებს და ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენგან ძალადობისკენ მოწოდება არ იქნება“, – დასძინა დეკანოზმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!