TaoNews.Ge

დედა სოსანას მარტვილის დედათა მონასტერში აღარ უშვებენ

მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადაყენებული დედა სოსანა, მონასტერში არ შეუშვეს.მეუფე პეტრეს მხარდამჭერი დედა სოსანა მარტვილში თბილისიდან, რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, მონასტერში მისვლის შემდეგ კი მას კარი დედებმა არ გაუღეს და განუმარტეს, რომ მონასტერში მეუფე სტეფანეს კურთხევით არ უშვებენ.

დედა სოსანა თბილისში საპატრიარქოს წინ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ახლადდანიშნულ წინამძღვარ დედაოსთან შეთანხმებით წავიდა.

დედა სოსანა, დედა ნინო გამყრელიძესთან ერთად, ამ წუთებშიც, კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კარებთან დგას და ამბობს, რომ ეს მონასტერი მისი და იქ მომსახურე დედების ხელითაა აშენებული და აქედან წასვლას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!