TaoNews.Ge

“დედა რომ სიგარეტს ეწევა, მისი შვილიც შიშველი ივლის, გარყვნილებაში იქნება” – დეკანოზი გიორგი

“დედა რომ სიგარეტს ეწევა, მისი შვილიც შიშველი ივლის, გარყვნილებაში იქნება” – დეკანოზი გიორგი

გოგონა რომ თამბაქოს წევით დადის, უკვე განგაშის ზარი უნდა ავტეხოთ – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში განაცხადა.

“როგორ მეცოდებიან, როცა ვხედავ, სამსახურთან რომ გამოდიან და ჩაცუცქულები ეწევიან. იმდენად დაჩლუნგებულია მათი ზრდილობა და მათი ზნეობრივი გრძნობები და რომც შენიშვნა მისცე, შეიძლება სახეში მოგაყოლოს და გითხრას, რომ რა შენი საქმეა.

ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება, ის როგორი დედა იქნება წარმოიდგინე, ხო მისი შვილიც შიშველი ივლის, მისი შვილიც მოწევს, მისი შვილიც იბილწსიტყვავებს, მისი შვილიც გარყვნილებაში იქნება” – ამბობს დეკანოზი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!