გახმაურებული მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა – დებმა ხაჩატურიანებმა საკუთარი მამა სასტიკად მოკლეს. გამოძიების დროს დადგინდა, რომ მამა შვილებზე წლების განმავლობაში ძალადობდა, საუბარია სექსუალურ ძალადობაზე, სიკვდილის მუქარასა და ფიზიკური ძალის გამოყენებაზე. მკვლელობის მომენტში გოგონები 19, 18 და 17 წლისანი იყვნენ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საინფორმაციო სააგენტო ТАСС- ის ინფორმაციით ,დები ხაჩატურიანები მამის მხრიდან ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნეს.
დების უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ დაზარალებულის სტატუსის მიღება მამის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და წამების საქმეზე, მათ საშუალებას მისცემს, მამის მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა თავიდან აიცილონ.
რუსეთის საგამოძიებო უწყების ოფიციალური განცხადებით, საქმე მიხეილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ აღიძრა, რაც ქალიშვილების მიმართ სექსუალური ძალადობისა და წამებას გულისხმობს.