TaoNews.Ge

დასჯილი დედაოები ისევ მარტვილის ეპარქიის შესასვლელთან დგანან და მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ

დასჯილი დედაოები ისევ მარტვილის ეპარქიის შესასვლელთან დგანან და მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ

მეუფე სტეფანეს დასჯილი დედაოები ისევ მარტვილის ეპარქიის შესასვლელთან დგანან და მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას უშედეგოდ ითხოვენ.

დედა სოსანა კი, რომელიც გადაბარების კომისიის წევრია, ეპარქიაში დაბრუნებას იქამდე ითხოვს, ვიდრე ახალ წინამძღვარს სრულად გადააბარებს თავის საქმიანობას.

ამის მიუხედავად, მეუფე სტეფანეს ბრძანებით, დედაოებს მხოლოდ პირადი ნივთების გამოსატანად, მხოლოდ 10 წუთით და პოლიციის თანხლებით აძლევენ უფლებას მონასტრის ტერიტორიაზე შევიდნენ.

მარტვილის ეპარქიასთან სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული. სავარაუდოდ,  20-მდე პოლიციელი ადგილზე იმისთვის მიიყვანეს, რომ ეპარქიაში შესვლა დასჯილი დედაოების გარდა, ვერც ჟურნალისტებმა შეძლონ.

ინფორმაციისთის, მეუფე სტეფანემ დასჯილი დედაოები ლენტეხის ერთ ერთ მონასტერში, მოსანანიებლად განამწესა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!