TaoNews.Ge

დაპირისპირება რაგბის კავშირის ყრილობის პარალელურად

დაპირისპირება რაგბის კავშირის ყრილობის პარალელურად

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზთან, სადაც რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები სოსო ტყემალაძეს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, შემდეგ კი მისი მისამართით გინება დაიწყეს.

რაც შეეხება არჩევნების პროცესს, უკვე დაწყებულია ყრილობის დელეგატების რეგისტრაცია.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. დელეგატების რეგისტრაცია დიდუბეში, ექსპო ჯორჯიის საგამოფენო დარბაზში 13:00 საათიდან დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!