TaoNews.Ge

დაკავებულია 8 თვის ჩვილის გარდაცვალებაში ბრალდებული მამაკაცი

დაკავებულია 8 თვის ჩვილის გარდაცვალებაში ბრალდებული მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, რა დროსაც 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა, დაკავებულია მამაკაცი.

მათი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს დედას ახალშობილი ხელში ეჭირა, რა დროსაც მან გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!