TaoNews.Ge

დაიხურება თუ არა სკოლები – მინისტრის განმარტება

დაიხურება თუ არა სკოლები – მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  შემთხვევების მართვას ლოკალურად შეეცდებიან, ისე, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო.

მისივე თქმით, ბავშვების განათლება პრიორიტეტული საკითხია და სკოლების დახურვაზე საბჭოს ჯერ არ უმსჯელია.

“სკოლებთან დაკავშირებით, საბჭოს ჯერ არ უმსჯელია. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი ბავშვების განათლება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოკალურად ისე იმართოს თითოეული შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ საშუალება, დაამთავრონ ეს სემესტრი ჩვეულ რეჟიმში განათლების მიღებით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!