TaoNews.Ge

დათო ტურაშვილი, სახელმწიფო ტელევიზიასთანაც გამოდიოდა ზვიადის ხელისუფლების იარაღით დამხობის მოწოდებით

,,ახალგაზრდებო, იცოდეთ სიმართლე!
უნივერსიტეტის ე.წ. პრეს-კლუბელები (პრორექტორ ვახტანგ გოგუაძის იდეოლოგიური შვილები): დათო ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, თედო ისაკაძე, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი… პირველ კლასიკურ გიმნაზიის წინ მოწყობილ კარავში ათენ-აღამებდნენ. დათო ტურაშვილი, სახელმწიფო ტელევიზიასთანაც გამოდიოდა ზვიადის ხელისუფლების იარაღით დამხობის მოწოდებით. ტურაშვილი, 1992 წლის ხუნტის ეგზეკუციების დროს, გია ყაყარაშვილსაც ახლდა სამეგრელოში ავტომატით ხელში, რისი ვიდეო-კადრიც არსებობს. 2012 წლის მარტში, ყარაბაღში მწერალთა შეკრებაზე, ტურაშვილმა ადგილობრივ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზეთს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი დამოუკიდებლობაზე“ (იხ. “Абхазия имеет право на выбор”). ტურაშვილმა, მოგვიანებით, სამეგრელოში ავტომატით ყოფნაც უარყო და ყარაბაღშიც გაკეთებული განცხადებაც, ჩემს შესახებ უამრავი სისულელეები იწერებაო. არ არის გამორიცხული, ტურაშვილმა, ფოტო დოკუმენტებზეც მისი ყოფნაც უარყოს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან, ზვიად გამსახურდიას, ქებითი ესსე უძღვნა. ტურაშვილის ფსიქო-ტიპი და ფენომენი ზუსტად აქვს დანახული, უფლებადაცვით ცნობილ აქტივისტს, ირაკლი კუპრაძეს; (იხ. პოსტი მისი ფეისბუქის გვერდიდან (ირაკლი კუპრაძე 2012 წელი): „დათო ტურაშვილმა ერთი თვის წინ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, ნიკა რურუას მხარდაჭრით შეგვახსენა თავი. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ტურაშვილი გიორგი გაბუნიას გადაცემაში იჯდა თავისუფალ დემოკრატებთან ერთად, როგორც მათი მხარდამჭერი და თან ჩვენც მხარდაჭერიკენ მოგვიწოდა. დღეს, „ძალიან პრინციპული“ დათო ტურაშვილი ბათუმში გვესტუმრა მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის არმაზ ახვლედიანის პიარაქციაზე და მოგვიყვა როგორი კარგი, ნამდვილი მორწმუნე და დემოკრატია არმაზ ახვლედიანი. ამ პოსტით ჩემს დამოკიდებულებებს ხსენებული პარტიებისადმი საერთოდ არ ვუსვამ ხაზს, უბრალოდ, ტურაშვილის ქმედებებს აღვნიშნავ. თუ ვინმე იცნობთ და მეგობრობთ, როგორც მოყვარემ „უძრახეთ პირში“ და ურჩიეთ, რომ მორჩეს ტრაკის თამაშს და ჩამოყალიბდეს, თორემ გარე ხედვით ამაზრზენად აღიქმება მისი ეს პოლიტ-„გახსნილობა“.
გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია, დავით პაიჭაძე, ხათუნა გოგორიშვილი, გია ბარამიძე, ზურაბ ჟვანია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი მელაშვილი, გიორგი მამულია, გიორგი მაისურაძე… უნივერსიტეტის კიბეებზე დამსხდარ რევოლუციონერ „წითელი ინტელიგენციის“ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდნენ და ხმას უერთებდნენ „დიქტატორ“ ზვიად გამსახურდიას დამხობის მოწოდებებში.” ასე აფასებს 1991 -1992 წლის მოვლენებს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი ლეილა ცომაია თავის წიგნში ” პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!