TaoNews.Ge

“დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგია ზაფხულში, არსად წავა ვირუსი,მოვემზადოთ სექტემბრისთვის”-ფხაკაძე

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძემ,  facebook-ით ჩართვისას განაცხადა, რომ მეოთხე ტალღა სექტემბერში გარდაუვალია. ის ფიქრობს, რომ აღმავალი პერიოდი მაისის ბოლოს, შარშანდელის მსგავსად, ჩაცხრება.

“მაისის ბოლო კვირას, იმედია, რომ ჩაცხრება მაჩვენებლები, რაც ძალიან კარგი იქნება. დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგია ზაფხულში, არსად წავა ვირუსი, მაინც იტრიალებს და მოვემზადოთ სექტემბრისთვის, სექტემბრის ბოლოს გვექნება მეოთხე ტალღა,” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, მომდევნო ტალღის არიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ზრდასრული მოსახლეობის 70% მაინც იქნება აცრილი. იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა ფხაკაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!