პოსტვ-ის წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც წერეთლის გამზირის 67 ნომერში მდებარეობს, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა. დეტალების გასარკვევად პოსტვ-ი ადგილზე მივიდა, თუმცა გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარეძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა. მიღებული ინფორმაციის შესახებ პოსტვის გადამღებმა ჯგუფმა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა. ამ წუთებში დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველები მუშაობენ. თათია სამხარაძე ბინაში იმყოფება, პოლიციამ ის კარადაში იპოვა. დამატებით დეტალებს მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას.
დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ პოსტვ-სთვის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაძესა და ჩიქოვანს შორს კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლის ძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა.
წყარო POSTTV