TaoNews.Ge

12.06.2021 / 21:34

დავით ზალკალიანი – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

დავით ზალკალიანი – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

რეალური ნაბიჯი გადაიდგა, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან და აქ, საქართველომ თავისი სამშვიდობო ფუნქცია და როლი შეასრულა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით, –  ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს ხელშეწყობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

მისივე  თქმით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და სერიოზული საქმიანობის შედეგი.

„ერთი რამის თქმა მინდა ძალიან მკაფიოდ, მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს დიპლომატიურ სამსახურში ყოფნის, 30 წელი თითქმის დამოუკიდებლობის პირველი დღიდან ამ სამსახურში ვარ და მუდმივად საქართველო ისწრაფვოდა იქითკენ, რომ შეესრულებინა სწორედ ის ფუნქცია, დამაკავშირებლის, ერთგვარი მასტაბილიზირებელის როლი რეგიონში და ერთგვარი ინიციატორი ყოფილიყო ახალი თანამშრომლობის ფორმატების, მაგრამ მუდმივად, ჩვენ დიდ სირთულეებს ვაწყდებოდით და ეს ვერ იქნა განხორციელებული, ვერ იქნა თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში. ეს უკვე კონკრეტიკაა, კონკრეტული ნაბიჯია რეალური თანამშრომლობის, რეალური ნაბიჯი გადაიდგა, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან და აქ, საქართველომ თავისი სამშვიდობო ფუნქცია და როლი შეასრულა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ გარღვევა არის და ეს არის დასაწყისი იმ დიდი შემდგომი ფორმატების განვითარების, რომელსაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ვიხილავთ. ეს იყო ძალიან სერიოზული საქმიანობის შედეგი. ეს არ არის დღევანდელი და გუშინდელი დღის საკითხი, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს შედეგი გვაქვს და მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო, პირველ რიგში, ჩვენი მეზობლების, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის, სომხეთის მიმართ, რომლებმაც ძალიან კარგად გააცნობიერეს, რომ აუცილებელია შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის დასადგურება, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს რეგიონს განვითარების პერსპექტივა. მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც ჩვენ მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. ჩვენ ამისთვის მზაობა გვაქვს და აუცილებლად, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად განვავითარებთ ამ პროცესს“, –  აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!