TaoNews.Ge

“დაგეგმილად შექმნილი ამბავია, აღდგომის დღეებში შეთანხმების გარეშე ჩავიდნენ გარეჯში და გააკეთეს სიუჟეტი, რაც აუცილებლად გამოიწვევდა რეაგირებას”- მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, დავით გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „დაგეგმილად შექმნილ ამბავად“ აფასებს. მისი განცხადებით, „წინასწარ, სავარაუდოდ, მაინდამაინც აღდგომის დღეებში, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩავიდნენ გარეჯში და გააკეთეს სიუჟეტი, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა რეაგირებას“.

მეუფე ნიკოლოზი სასულიერო პირების ქმედებებს კერძოდ: „გინებას, ხელით, შეხებას და ყვირილს ემიჯნება“ და სასულიერო პირებს ეთიკური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ეს გუშინდელი საქციელი მორიგი საქციელია ახალი ამბის შექმნის. მე ვამბობ, რომ ტელევიზიამ ახალი ამბავი უნდა აღწეროს, არ უნდა შექმნას. გუშინდელი ამბავი ეს არის დაგეგმილად შექმნილი ამბავი, პირდაპირ მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე. არაფერი საკონფლიქტო აქ არ იყო და წინასწარ, სავარაუდოდ, აუცილებლად გამოიწვევდა კონფლიქტს ასეთი მოქმედება, რომ მაინდამაინც მონასტრის დღესასწაულზე, აღდგომის დღეებში, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩადიან და აკეთებენ ისეთ სიუჟეტს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რეაგირებას

გინება, ხელით შეხება, ყვირილი, მე მიმაჩნია, რომ ეს არის გამოხატულების ფორმები. მით უმეტეს, მე როგორც სასულიერო პირი, რა თქმა უნდა სასულიერო პირებს უფრო მეტად მოვთხოვდი ყოველგვარი ეთიკური ნორმების დაცვას. სასულიერო პირისგან ბევრად უფრო მძიმედ აღიქმება ნებისმიერი დარღვევა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!