TaoNews.Ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ? – წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და შემდეგნაირად განმარტავს:

„ერთი მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს.

მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბუხუსევის შეგრძენებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული.

გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში; იგი წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკის ფაქტორს“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!