TaoNews.Ge

გურამ ფალავანდიშვილი: ვეცდები გამოვააშაკარავო და ვამხილო ალტ ინფოს მიერ ხეობელებთან შეუთანხმებელი, პარალელური, 9 მაისს გამოცხადებული აქციის გამართვის, რბილად რომ ვთქვათ, მიზანშეუწონლობა.

გურამ ფალავანდიშვილი: ვეცდები გამოვააშაკარავო და ვამხილო ალტ ინფოს მიერ ხეობელებთან შეუთანხმებელი, პარალელური, 9 მაისს გამოცხადებული აქციის გამართვის, რბილად რომ ვთქვათ, მიზანშეუწონლობა.

..ნურავინ გაბედავს, ხეობელების მიერ წამოწყებულ ბრძოლას სამშობლოსათვის, ხელი შეუშალოს!
ალტ ინფო ჯგუფისა და მისი დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას მხრიდან ნამოხვანელთა (ხეობის დამცველთა) წინააღმდეგ წარმოებული მოქმედებების სამხელად.
ძალა ერთობაშია!
მტერს მხოლოდ ერთობის ეშინია.
დღეს ამ წმინდა ბრძოლაში საქართველოს მიწის დასაცავად სრულიად ლეჩხუმ-იმერეთის მოსახლეობაა აღმდგარი.
და მათ უკვე აყოლილია და შეერთებულია ლამის მთელი საქართველოც.
(ამის მოწმე თითოეული ჩვენთაგანია, დიდიც და პატარაც, ერიც და ბერიც).
როგორც მოგეხსენებათ, ხეობელებმა ამ წინააღმდეგობის დამაგვირგვინებელი აქცია 23 მაისს დედაქალაქში დააანონსეს!
ეს, მათი თქმით, უკვე აუღებელი აქცია უნდა იყოს, რომელიც იქამდე არ უნდა დასრულდეს, სანამ ქართველი ერი თავის კუთვნილ მიზანს არ მიაღწევს.
მოგეხსენებათ, ბოროტს არ სძინავს და ის თავის მხრივ გამარჯვების მოპოვებისთვის, პირველ რიგში, ქართველთა ერთობის დაშლას ლამობს.
აი, სწორედ, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ვეცდები გამოვააშაკარავო და ვამხილო ალტ ინფოს მიერ ხეობელებთან შეუთანხმებელი, პარალელური, 9 მაისს გამოცხადებული აქციის გამართვის, რბილად რომ ვთქვათ, მიზანშეუწონლობა.
და ასევე ვეცდები ვუპასუხო მათ ცილისწამებასა და ჩირქის ცხებას ნამოხვანელთა მისამართით, რომელმაც უკვე პერმანენტული და საკმაოდ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო.
შევეცდები მივყვე მათ სხვადასხვა ტიპის ბრალდებებს და მოქმედებებს მეტ-ნაკლები თანმიმდევრობით:
(ამას გავაკეთებ ალტ ინფოს 9 მაისის აქციის სატელევიზიო ანონსის და ბატონი კონსტანტინე მორგოშიას ცოტა ხნის წინ გავრცელებული წერილის საფუძველზე)
1. ანუ ხეობელები ლაჩრები არიან, რახან “ქისტებივით პოლიციის მანქანები არ დაუწვიათ” და თქვენ კი 9 მაისს, 14 საათზე აპირებთ კანცელარიის შენობა ცეცხლს მისცეთ?!
2. თურმე ხეობელები აპოლიტიკურები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრისა და პრაქტიკულად
მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და თქვენ, კი 9 მაისის აქციაზე მათთვის ნამოხვანის მუხტის გამოტაცებით ცდილობთ ახლა დიდ პოლიტიკაში შემობიჯებას?!
3. დიდი, ანტი-თურქული პოლიტიკის წამოწყებას რომ აპირებთ ახლა, ნამახვანელების პროტესტის გამოყენებით, მანამდე სად იყავით, ბათუმში მოლა რომ ყივის, მედრეესეებში და ყურანის სკოლებში ახალგაზრდობას მტრებად რომ გვიზრდიან, მეჩეთს მეჩეთზე რომ გვიშენებენ და ისტორიულ ტაძრებს მათ სალოცავებად რომ ასაღებენ, რომელი პოლიტიკური აქცია, ან რაიმე აქტივობა გამართეთ ამის წინააღმდეგ?!
3. თურმე ხეობელები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად 180 დღეა რიონის პირას კარვებში ათენებენ, რომელთაც ჯაჭვით გადაბმულებს ათრევს ქართული პოლიცია, რომელნიც ხელებაწეულნი ცდილობენ გუმათში ახალი ბერლინის, რიონის რკინის კედლის განგრევას, რომელნიც მომხდური ენკასთვის გზის გადაკეტვის გამო, 300 კაცი 1500-მა პოლიციელმა დაარბია, იმ ხეობელებს, რომელთაც, ღვთის წყალობით, გამოაღვიძეს ერი თავგანწირვითა და მამულისადმი უანგარო ბრძოლით და ბოლო აქციაზე ქუთაისში 22 ათასი კაცი გამოიყვანეს,
ხეობელებს, რომელთაც უკვე მთელ საქართველოში აქვთ აქციები დაწყებული და ყველა მაგისტრალის გადაკეტვას იწყებენ, ხეობელებს, რომლებსაც 23 მაისს, უკვე თბილისში აუღებელი, საბოლოო გამარჯვებამდე აქცია აქვთ დაანონსებული, მათი დაკნინების მიზნით “ნაზად” მომქმედებს უწოდებთ?!
და დასძენთ, რომ ამ ადამიანების და მათი მხარდამჭერების, ანუ ლამის მთელი საქართველოს მშიშრობის გამოა თურმე, “ რომ ხეობა სულ გადათხარეს და გაანადგურეს მოხდურებმა, ჯვრები მოთხარეს და ა. შ. ?!
როგორ კადრულობთ და ბედავთ ასეთ გაუგონარ ბრალდებას?!
კი მაგრამ, მაშინ გვიპასუხეთ, ვინც საკუთარ თავს, არა-ნაზ და არა-ლაჩარ, არამედ ლომგულ მეომრებად სახავთ.
პირადად თქვენ რა აქცია გაგიკეთებიათ, გინდ პოლიტიკურ ჭრილში და გინდაც ისე, ამ თემებზე?!
თუ “ენკაზე” ნაკლებად აოხრებენ
და ანადგურებენ ყოველწუთიერად მთელ დედა სამშობლოს?!თქვენ წერილშივე ნახსენები ანტიდისკრიმინაციული კანონი, ბავშთა წართმევის კოდექსი,
ნარკომანია, კაზინოების ნიაღვარი, წელიწადში ასი ათასი აბორტი და ა.შ.
რომელი ამ ამაოხრებელი და ენკაზე ათჯერ ვანდალური კანონების შეცვლა და შეჩერება შევძელით აქამდე?!
ერთადერთი იყო, ღვთის წყალობით, ლგბტ პრაიდი, რომელსაც
წინ აღვუდექით და შევაჩერეთ მთელი საქართველოს კეთილსინდისიერმა მოსახლეობამ, ერმა და ბერმა, და აქაც ლომის წილი სწორედ ამ ხეობელებსაც ეკუთვნით, რადგან არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ბევრი მათგანი მეუფე სტეფანესთან ერთად უბრალო ჯარისკაცივით დღე და ღამე იდგა ვერის ბაღში ამ დიდი უზნეობის აღსაკვეთად და მათ შორის იყო ვარლამის მამაც, ნამოხვანელების დღევანდელი წინააღმდეგობის სულისჩამდგმელი, მამა ლევანი.
და თქვენ კიდევ ბედავთ და ყოველივე ამის შემდეგ, წესით თქვენ სულიერ ძმებს, ნიშს უგებთ და მხდალებს და “ნაზებს” უწოდებთ?!
ნუ იყოფინ!!!
4. როგორ ბედავთ მათი ლიდერების მისამართით ასეთი ფრაზის წარმოთქმას, რომ თურმე “ბოლო დღეებია ბევრი პროტესტის ლიდერის რიტორიკა
და საუბარი ბევრ კითხვებს მიჩენს და ესეც მოსალოდნელი
იყოო”,
და რატომ კონკრეტულად არ ასახელებთ
თუ ვინმე არასანდოა?!
თან “ბევრია ასეთი ლიდერებშიო”.
ანუ არ ასახელებთ, არც ფაქტს და არც არაფერს, უბრალოდ მიზამიმართულად ეჭვებს თესავთ, რომ მთელი ხეობის დამცველთა მოძრაობას “არაგულწფელობაში” (ესეც თქვენი სიტყვებია) დაედოს ბრალი და მოეცხოს ჩირქი?!
რას ემსახურებით?!
5. და საერთოდ, ამ 9 მაისის, უკვე ავადსახსენებელ აქციაზე რას აანონსებთ?!
ჯერ “არა ნამახვანსო” მხოლოდ და მერე ხეობელები რო გაგემიჯნენ და ისე უბრალო ხალხისგანაც გაისმა პროტესტი, რატომ არ ათანხმებთ ამ აქციას ადგილობრივებთანო, მერე აიღეთ და 9 მაისს, გარეჯის თემაც ხელოვნურად მიატმასნეთ.
ამაზე კი უკვე საპატრიარქომ მოგმართათ არაორაზროვნად: ეკლესიის თემაზე ეკლესიასთან შეუთანხმებლად არ გააკეთოთ აქციაო (და მართლაც სწორია, არც ეკლესიაზე უნდა გააკეთო მათთან შეუთანხმებლად და არც ნამახვანზე ადგილობრივების გარეშე) და ახლა გარეჯი ამოიღეთ და ლგბტ თემამ წამოიწია.
კი, მაგრამ 9 მაისს რაღად გვინდა ამ თემაზე აქცია, როდესაც წინ
17 მაისია და წესით მთელი ხალხი მასზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
ახლა კი, საერთოდ კოვიდ-დიქტატურის წინააღმდეგაც უნდა დაემატოს ამ ნამახვანსო.
და სულ ბოლოს, ბარემ ყველა ისიც მოდით ამ აქციაზე, ვისაც ნაცების მობრუნება არ გინდათ, თან ჩვენ პოლიტიკურ პარტიასაც ვაყალიბებთო.
და ვერ გავიგე, ამ თქვენ მართლა პოლიტიკურ აჯაფსანდალს, რომელსაც ბაირახტრად, უცვლელად, თქვენს მიერ მიტაცებული “არა ნამოხვანჰესის” პროტესტის მუხტი და თემა აქვს წინ აფარებული, ბოლო-ბოლო რა მიზანი აქვს? რომ მოიპოვოთ იმის უფლება, რათა ხეობელების გულწრფელად დაწყებული ბრძოლა მამულისთვის ეჭვქვეშ დააყენოთ, გაკილოთ, ლანძღოთ, აბუჩად აიგდოთ, შეურაცხყოთ, დაამციროთ, დააკნინოთ, ჩირქი მოსცხოთ და ხალხში უნდობლობა ჩათესოთ?!
ნუ იყოფინ!
6. და თურმე კიდევ ნამოხვანელებს ერთ თვეს გაძლევთო, თუ არა და ჩვენ,“პოლიტიკოსები” ვიბარებთ უკვე საქმეს, გვერდზე გადექით და აწი ჩვენ გვიყურეთ რა ბიჭები ვართო.
კი, მაგრამ ასეთს რას წარმოადგენთ და ვინ მოგანიჭათ თქვენ უფლება, რომ აბსოლიტურად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აზვირთებულ თემას წამზომი ჩაურთოთ და თქვენი შიშით, ხელოვნურად ან
დააჩქარებინოთ, ან
შეანელებინოთ პროცესები?!
და საერთოდ ასეთი მასირებული შეტევა ხეობის დამცველებზე, რას ფიქრობთ, მტრის წისქვილზე არ დაასხავს წყალს?!
ნუ იყოფინ!
ხალხი ბრმა არ არის და ქვეყანა ჩალით არაა დაფარული.
ნურავინ, ნურავინ გაბედავს, ხეობელების მიერ წამოწყებულ ბრძოლას სამშობლოსათვის ხელი შეუშალოს!
მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გააუქმოთ 9 მაისს ჩანიშნული პროვოკაციული, ერთობის გამხლეჩი, დამაზიანებელი აქცია, შეწყვიტოთ ადგილობრივების შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და ვისაც გული სამშობლოსთვის გვიძგერს, 23 მაისს დედაქალაქში, ყველასთან ერთად, ჯარისკაცებივით უნდა შევუერთდეთ ნამოხვანელების მიერ წარმოებულ საღმრთო ბრძოლას მამულისათვის!
ჩვენთან არს ღმერთი!!”- წერს გურამ ფალავანდიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
https://www.facebook.com/WithPalavandishvili/posts/125820442940218

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!