TaoNews.Ge

“გულმა ვეღარ გაუძლო… ერთ კვირაში ორი უსაყვარლესი ადამიანი დაკარგა” – ერთი ოჯახის ტრაგედია გურიაში

“გულმა ვეღარ გაუძლო… ერთ კვირაში ორი უსაყვარლესი ადამიანი დაკარგა” – ერთი ოჯახის ტრაგედია გურიაში

გურიაში, კორონავირუსით დაღუპული ექიმის მეუღლე გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა “გურია თუდეი” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ლანჩხუთელი ბიზნესმენი ლაზო ორაგველიძეს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მეგობრების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ის გახდა, რომ ტრაგედიებით დამძიმებულმა გულმა ვეღარ გაუძლო.

“გულმა ვეღარ გაუძლო… ერთ კვირაში ორი უსაყვარლესი ადამიანი დაკარგა” – ამბობენ მისი მეგობრები.

ერთი თვის წინ, ლაზო ორაგველიძემ მეუღლე ექიმი ნანა ცინცაძე და ვაჟიშვილი თორნიკე ორაგველიძე დაკარგა. რამდენიმე დღეში მათი ორმოცისთვის ემზადებოდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!