TaoNews.Ge

გლდანის ციხეში, 30 მსჯავრდებული შიმშილობს

გლდანის ციხეში, 30 მსჯავრდებული შიმშილობს

გლდანის მე-8 საპატიმროში, 30 მსჯავრდებული, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი მეორე დღეა შიმშილობს. პატიმრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

“აპროტესტებენ 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიას, რომელიც მათ უნდა შეხებოდათ, მაგრამ არ შეეხოთ. “ოცნების” მხრიდან წინასაარჩევნოდ იყო დაპირება, რომ ამნისტია იქნებოდა ფართომასშტაბიანი, რაც არ ვიხილეთ. სარჯველაძე იყო შემოსული უვადო პატიმრებთან და უთხრა, რომ სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ უვადო პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლებას აუცილებლად სამართლიანად მოიქცეოდნენ, გაათავისუფლებდნენ იმ პირებს, ვისაც უდგინდებათ, რომ რესოციალიზაცია მიღწეულია”, – ამბობს მოძრაობა ჰუმანურობისთვის დამფუძნებელი, ალექსანდრე კაპანაძე.

პატიმრები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება შიმშილობას გააგრძელებენ.

წყარო : მთავარი არხი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!