“გირჩი” პარლამენტში შედის – “ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ორშაბათიდან ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, “ქართულ ოცნებასთან” ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ჰქონიათ, მათ უბრალოდ მმართველ გუნდს შეატყობინეს, რომ პარლამენტში შედიან.

მისივე თქმით, “გირჩი” ჩვეულებრივად იქნება საპარლამენტო საქმიანობით დაკავებული.