TaoNews.Ge

გიორგი გიგაური- 14 მარტს, ქუდზე კაცი ქუთაისში! არა – რიონის ხეობის თურქებზე გაყიდვას!

გიორგი გიგაური- 14 მარტს, ქუდზე კაცი ქუთაისში! არა – რიონის ხეობის თურქებზე გაყიდვას!

,,14 მარტს, ქუდზე კაცი ქუთაისში! არა – რიონის ხეობის თურქებზე გაყიდვას!”- მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას პუბლიცისტი გიორგი გიგაური.
,,ეს წუთია, ჩაიშალა ნამახვანჰესის პრობლემასთან დაკავშირებული შეხვედრა!
თურქებისთვის რიონის ხეობის მიყიდვის გამპრავებელი ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა თბილისიდან ქუთაისში ჩავიდა, მაგრამ რიონის ხეობის დამცველებთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისულმა, იმის ნაცვლად, რომ მათი და სპეციალისტების უმნიშვნელოვანეს კითხვებისათვის ეპასუხა, ათი წუთი ტელეკამერების წინ იპოზიორა და შეხვედრიდან გაიქცა!
დიახ, თურნავა დაპირდა შეხვედრაზე მისულ ხალხს, ჟურნალისტების შეკითხვებს ვუპასუხებ და ახლავე შემოგიერთდებითო, მაგრამ იცრუა და გაიქცა!
მინისტრებისაგან მოტყუებულმა რიონის ხეობის დამცველებმაც აღარ ისურვეს მხოლოდ თურქულ კომპანიასთან საუბარი და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს!
მოკლედ, ისევ ქართველმა ხალხმა უნდა მოიყვანოს ჭკუაზე ეს სამშობლოს გამყიდველები!
14 მარტს, ქუთაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, 20 კი არა, 40 ათასი კაცი უნდა დადგეს და მთავრობას წაუყენოს ულტიმატუმი:
გაუქმდეს თურქებზე რიონის ხეობის გაყიდვის მოღალატეობრივი ხელშეკრულება!”-წერს გიორგი გიგაური.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!