TaoNews.Ge

გიორგი გახარია –  “უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია”

გიორგი გახარია – დებატების რომ გეშინია და „ბანკებით“ დარბიხარ, ეს არის პრობლემა – სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის

დებატების რომ გეშინია და „ბანკებით“ დარბიხარ, ეს არის პრობლემა – სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის, ბევრი შეუძლიათ ილაპარაკონ, ექსპერტები ჩართონ, არ მაინტერესებს!“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, „ბანკებით“ სირბილი, როცა კანონმდებლობა გავალდებულებს ან შენ გინდა, პრობლემა არ არის საქართველოშიც და გარეთაც. პრობლემა რა არის იცით? „ბანკებით“ სირბილს, რომ იწყებ მაშინ, როდესაც დებატებს გინდა თავი აარიდო. დებატების რომ გეშინია და „ბანკებით“ დარბიხარ, ეს არის პრობლემა, კიდევ პრობლემაა, რომ „ბანკებით“ სირბილს იმისთვის იწყებ, რომ ცილისწამების კამპანია ააგორო, ასე პროპაგანდისტულად, მომზადებული, შემდეგ გაიპარო და დაიმალო. პრობლემა ეს არის“, – აღნიშნავს გახარია.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!