TaoNews.Ge

08.06.2021 / 22:26

ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსების რეიტინგში გიორგი გახარია ლიდერობს- IRI-ს კვლევა

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე – მე არ ვაღმერთებდი

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, ის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანისვილს არ აღმერთებდა.

„არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიამ ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, ველოდი, მაგრამ არ ველოდი, ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი რამდენიმე ჩემთვის აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო. პირველ რიგში ველოდი, რადგან ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს. არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველაზე. რა თქმა უნდა იქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, ხელმძღვანელობაშიც. რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელი „ქართული ოცნების“, ადამიანები,რომლებიც იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს, ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია“, – განცხადა გახარიამ.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!