TaoNews.Ge

“გიორგი გახარიას სახით, “ქართულ ოცნებაში” მეორე ძალას ვხედავ” -პაატა ზაქარეიშვილი

გიორგი გახარიას თანამდებობიდან მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში პროცესები შეიცვალა. მისი გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, –  წავიდოდა თუ არა გახარია პოლიტიკიდან. რამდენიმე დღის წინ, თავად გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებამ ცხადყო, რომ ის პოლიტიკაში რჩება. რას შეცვლის გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსთან“ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა.

„მე გიორგი გახარიაში მესამე ძალას ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ მეორე ძალას “ქართულ ოცნებაში”. ჩემი აზრით, ის პარტიის შიგნით ხმების გაყოფას გამოიწვევს. მან პოლიციური სახელმწიფო შექმნა და ამიტომაცაა მის მიმართ ბევრი კითხვები. მისი პოლიტიკაში შემოსვლა პოლიტიკურ სპექტრს უფრო მრავალფეროვანს გახდის და “ქართულ ოცნებას” ხმებს წაართმევს, რაც, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექს-პრემიერს იმ გუნდის იმედი აქვს, რომლებსაც ის წინა წლებში ხელმძღვანელობდა:

„გახარიას ძალოვნების იმედი აქვს, – უსაფრთხოების სამსახურების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, იმიტომ, რომ ის ჯერ მინისტრი იყო, შემდეგ – უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, მერე პრემეირ-მინისტრი გახდა და ძალოვანებზე აკეთებდა გათვლას“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

გიორგი გახარიას სავარაუდო მესამე ძალად გამოჩენის პარალელურად, კულუარული ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი – ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ გააქტიურებას და პარტიის შექმნას აპირებს.

შესაძლებელია თუ არა, რომ  სწორედ მერაბიშვილი ვიხილოთ მესამე ძალის როლში და აქვს თუ არა მას რესურსი გასააქტიურებლად, – ამასთან დაკავშირებით,  პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ თუ ასე მოხდება, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმებს წაართმევს, ისევე როგორც გახარია  – “ქართულ ოცნებას”.

„ვანო მერაბიშვილი არის ძალოვანი. თუ ეს ასე მოხდება  და ის პარტიას შექმნის, (რაშიც ეჭვი მეპარება) ძალოვანების ხმებს თავისკენ “წამოიყვანს”, მათ ილუზიას შეუქმნის, რომ როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს, პატრონი ეყოლებათ და დაცული იქნებიან.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!