TaoNews.Ge

გიორგი გამსახურდია: ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას – „ნაცმოძრაობას“

გიორგი გამსახურდია: ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას – „ნაცმოძრაობას“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია Twitter-ზე წერს: ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას – „ნაცმოძრაობას“.

„დღეს ზვიადის დაბადების დღეა, სურათზე მას უკან მოჰყვებიან ერთგული ადამიანები, ნ.შარვაძე და ტ.გელანტია. ზვიადის სახელის ხსენებას პირადად ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. მისი სახელის ხსენების არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ.

განვმარტავ, ნააგენტარი „ჟურნალიუგებისა“ და ნაპუტჩისტარების გასაგონად, დიახაც, როდესაც პარტიის სახეა სარიშვილი, დევი, ბუბა, ჟორიკა და ა.შ., ზვიადის სახელის ხსენება მათი მხრიდან არის უზნეობა და ამორალური. ეს არაა მარტო ჩემი პოზიცია, არჩევნებზეც გამოჩნდა“, – წერს გამსახურდია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!