TaoNews.Ge

“გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ!”- რობერტ სტურუა

გვითხრა ნოემბერში პატრიარქმა, ხილვა ვნახე, ევროპა ცარიელია და ქალაქებს კლიტე ადევსო? ვიფიქრეთ, ამეტებსო? აგერ , ბატონო! – რობერტ სტურუა

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას პატრიარქის ქადაგეგებს ახსენებს. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გტავაზობთ.

„გვითხრა ნოემბერში პატრიარქმა, ხილვა ვნახე, ევროპა ცარიელია და ქალაქებს კლიტე ადევსო? ვიფიქრეთ, ამეტებსო? აგერ, ბატონო! გვითხრა, ემიგრანტებო, ჩქარა დაბრუნდით, მალე გამოქცევა მოგიწევთო ? გვეგონა, რომ ამეტებდა? აგერ, ბატონო!

გვითხრა, დაიბანეთ სხეული და ხელები, ჰიგიენა ისწავლეთო? აღვშფოთდით, ეს რა რჩევააო? აგერ , ბატონო! გვითხრა, ნუ მიატოვებთ კარ-მიდამოებს სოფლებში, ბევრად მალე დაგჭირდებათ, ვიდრე გგონიათო? აგერ , ბატონო!

გვითხრა, ვეზიაროთ და კვირაობით მაინც ვიაროთ ტაძარშიო ? ე, ბიჭო! იქნებ ამაშიც მართალია ეს კაცი! გვითხრა, რომ მის სიცოცხლეშივე გამთლიანდება საქართველო? ე, ბიჭო, იქნებ სახელმწიფოც ამ მიმართულებით ავამუშავოთ!

გვითხრა, რომ ყველა განსაცდელი ჩაივლის და სიხარულით შეიცვლებაო ე, ბიჭო, ახლა მაინც დავუჯეროთ.“ – წერს რობერტ სტურუა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!