პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სიძულვილის ენაზე საუბრისას, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს “სიძულვილის და სიბოროტის ეტალონი” უწოდა და თქვა, რომ თავად სიძულვილის ენის წინააღმდეგია.
“მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სიძულვილის. გვარამია არის ზოგადად ეტალონი სიძულვილის, სიბოროტის და ღვარძლის ნთხევის, დღეს გახდა მოსიყვარულე?!
მათ უნდა შეცვალონ, ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ და დაასრულონ ეს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხალხი დაიღალა უკვე და ხალხს აღარ აქვს ამის მოთმინების უნარი და სურვილი. რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე, ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი”- განაცხადა პრემიერმა