TaoNews.Ge

გერმანიის “მორალური მოვალეობაა”,  შეეცადოს ყირიმის დაბრუნებას უკრაინაში

გერმანიის “მორალური მოვალეობაა”,  შეეცადოს ყირიმის დაბრუნებას უკრაინაში

გერმანიამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ყირიმის უკრაინაში  დასაბრუნებლად, რადგან მას ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინელი ხალხის წინაშე ნაციონალ-სოციალისტების ძალადობის გამო. ასეთი მოთხოვნით ბერლინს მიმართა უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრიი მელნიკმა, წერს Berliner Zeitung.
 მელნიკის აზრით, გერმანიას უკრაინის წინაშე აქვს “მორალური მოვალეობა” და, წარსულში ნაცისტების მიერ ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო, ყველანაირად უნდა შეეცადოს ყირიმის დაბრუნებას უკრაინაში.
 მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ ყირიმი ორჯერ დაიპყრო, რამაც უამრავი მსხვერპლი გამოიწვია უკრაინელებში, ყირიმელ ებრაელებსა და თათრებში. ახლა ნახევარკუნძული რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, რასაც ადამიანის უფლებათა დარღვევები მოჰყვა.
 მელნიკი დასძენს, რომ გერმანიასა და მის მოკავშირეებს აქვთ მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი, რომ მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე უარი თქვას ყირიმის ანექსიაზე.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!