TaoNews.Ge

რუსებმა დონბასში თანამედროვე რადიოელექტრული ბრძოლის სისტემა განათავსეს

გერმანია ესტონეთს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის უფლებას არ აძლევს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანია ესტონეთს, NATO-ს წევრ ქვეყანას, არ აძლევს უფლებას, რომ უკრაინას გადასცეს იარაღი, რომელიც გერმანული წარმომავლობისაა. ბალტიის ქვეყანამ კიევისთვის შეიარაღებით დახმარება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო გადაწყვიტა.

აშშ-ს, ბრიტანეთის, პოლონეთისა და NATO-ს სხვა წევრებისგან განსხვავებით, გერმანიას უკრაინისთვის ლეტალური იარაღის პირდაპირ მიწოდებაზე უარი აქვს ნათქვამი. ხოლო ესტონეთის შემთხვევაში, გერმანელი და ესტონელი ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ბერლინმა უარი თქვა მესამე ქვეყნისთვის საარტილერიო დანადგარების გადაცემის ნებართვაზე, რადგან ეს შეიარაღება გერმანული წარმომავლობისაა.

საუბარია D-30 ტიპის ჰაუბიცებზე, რომლებსაც 122-მმ.-იანი ჭურვების 15-20 კილომეტრის მანძილზე სროლა შეუძლიათ. ეს ჰაუბიცები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაამზადეს, განლაგებული იყო ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში – გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბერლინმა 1990-იან წლებში ჰაუბიცების ექსპორტირება მოახდინა ფინეთში, რომელმაც 2009 წელს დანადგარები ესტონეთს გადასცა. გერმანიის იარაღის ექსპორტის კანონის შესაბამისად, ესტონეთმა ბერლინს სთხოვა ნებართვა უკრაინისთვის ჰაუბიცების გადაცემის შესახებ, რაზეც უარი მიიღო. 2009 წელს იგივე უფლება ფინეთმა უპრობლემოდ მიიღო.

“შეიარაღების ექსპორტის პრინციპი მუდამ ერთია, მოდის ის პირდაპირ გერმანიიდან, თუ მესამე ქვეყნიდან. ამ მხრივ ჯერ ნებართვა არ გაცემულა. შეუძლებელია პროცესის შედეგების გამოთვლა”, – თქვა WSJ-სთან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა იარაღის ექსპორტის ნებართვასა და უკრაინა-რუსეთის დაძაბულ ვითარებაზე.

ესტონეთი აგრძელებს მცდელობას, რომ ბერლინში გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

“იმედია გერმანიისგან ნებართვას მივიღებთ. ესტონეთმა აჩვენა, რომ ჩვენ გვსურს უკრაინისთვის პრაქტიკული გზებით დახმარება, ყველანაირად, როგორც შეგვიძლია”, – ამბობს კრისტო ენ ვაგა, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი.

ბალტიის ქვეყნებმა, რომლებიც თავად იარაღის დიდი მწარმოებლები არ არიან, უკრაინისთვის NATO-ს მოკავშირეებისგან შეძენილი იარაღით დახმარება გადაწყვიტეს. გასულ დღეებში მათ აშშ-მ  ნება დართო კიევისთვის გადაეცათ ამერიკული წარმოების იარაღი.

 

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!