TaoNews.Ge

“თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან გერმანიაში წასული მოქალაქეების ნაწილი, შესაძლოა, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ”

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე საქართველოდან, 2021 წლის აპრილიდან სექტემბრამდე 242 პირი დასაქმდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის 23 სექტემბრამდე სულ 242 პირი დასაქმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისათვის სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების თაობაზე შეთანხმება მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არის გაფორმებული, ის დროში შეზღუდული არ არის და გაგრძელდება არამხოლოდ 2021, არამედ შემდეგ წლებშიც.

“არსებულ შეთანხმებათა იმპლემენტაცია მიმდინარეობს შეუფერხებლად და გაგრძელდება სამომავლოდაც. ქვეყანამ უკვე მიიღო პოზიტიური გამოცდილება. მაგალითისათვის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმების ფარგლებში უკვე გამოიკვეთა ისეთი დამსაქმებლები, სადაც საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და შრომით ურთიერთობაში მყოფი ორივე მხარე კმაყოფილია.

მთავარი მიზანი ამ პროცესისა არის ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავება, მეტი ევროპული და წამყვანი შრომითი სტანდარტის გაცნობა ჩვენი მოქალაქეებისათვის, მათ შორის პრაქტიკულ დონეზე და ამის ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, სხვადასხვა სექტორში გადმოტანა. მსგავსი, დროში განსაზღვრული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებები არალეგალური მიგრაციისა და ქვეყნიდან მოქალაქეების ხანგრძლივი ვადით ან მუდმივად გადინების პრევენციას ახდენს.

ამ ეტაპზე, სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება გაფორმებულია მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. შეთანხმება არ არის შეზღუდული დროში და გაგრძელდება არამხოლოდ 2021, არამედ შემდეგ წლებშიც”, – აღნიშნავენ უწყებაში.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!