TaoNews.Ge

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალში გავიდა!

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალში გავიდა!

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 5 აგვისტოს, საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჩაერთო. ქართველი სპორტსმენი ფინალში იასპარეზებს.

პირველ ეტაპზე გენოს მეტოქე ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები იყო, რომელთანაც დიდი უპირატესობა – 11:0 მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა.

მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა. ქართველი სპორტსმენი ისევ დამაჯერებელი იყო და ეს ტაბლოზე ასახა, საბოლოოდ მეტოქეს 5:2 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ქართველი მოჭიდავემ ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3  დაამარცხა. გადამწყვეტი შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!